18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ახალი გენერალური პროკურორი არ უნდა ასოცირდებოდეს მმართველ პარტიასთან - არასამთავრობოები

ახალი გენერალური პროკურორი არ უნდა ასოცირდებოდეს მმართველ პარტიასთან - სამოქალაქო საზოგადოება პროკურორის არჩევის მთავარ კრიტერიუმზე საუბრობს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ თუ პროცესი ფორმალური იქნება, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

"პირი, ვისაც საპროკურორო საბჭო შეარჩევს, უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკური პრეცესებეისგან. არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, და პირველ რიგში, ვგულისხმობთ მმართველ პარტიას, რადგან ის არის გადაწყვეტილების მიმღები და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია საქართველში.

პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და თავიდანვე არ უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ გახდება გენერალური პროკურორი, როგორც ეს თადუმაძის შემთხვევაში იყო,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სულხან სალაძე. 

"საქმოქალაქო ჩართულობა, ზოგადად პროკურატურის გამჭვირვალობა ერთერთი გამოწვევა არის და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სერიოზუკლი სამუშაო აქვს პროკურატურას. ვის დაასახელებს საპროკურორო საბჭო, ეს უკვე მათი გადასწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ნდობა სახელისუფლებო ორგანოებისადმი, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების მიმართ, ძალიან დაბალია ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. 

დღის ამბები