ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა აქცია გამართეს და 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიას კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვეს და დასძინეს, რომ სისტემას არ უნდა ჰყავდეს მსხვერპლები.
“თანავუგრძნობთ ლუკას ოჯახს და ამავე დროს, მოვითხოვთ გამოძიებას. ჩვენ გვახსოვს დემურ სტურუაც, რომელიც ასევე სისტემის მსხვერპლი გახდა. ჩვენ გვინდა მშვიდ გარემოში ცხოვრება და არა ასეთი სისტემა”,-ამბობენ აქციის მონაწილეები.
ისინი ჯერ ზუგდიდის ბულვართან შეიკრიბნენ და მავლელობით პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს საპროტესტო წარწერებით: “სისტემა უნდა დაინგრეს”, “ამ ცხოვრების დედაც კი არა, გაიღიმე და იცოცხლე”, “გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა”.