ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობრის, პეტრე ყუფარაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
ყუფარაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. უფლებადამცველი საქმეში არსებულ ბევრი შეუსაბამობაზე საუბრობს.
22 დეკემბერს, რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სულ 4 პირს შეუფარდა. აქედან ორს ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. მეხუთე ბრალდებული, თორნიკე ქვათაძე მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.
გუშინდელ პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა, გიორგი სოლოღაშვილმა მკვლელობის მცდელობა დარბაზშივე აღიარა, თუმცა ისიც განაცხადა, რომ პირველი პრეზიდენტის შვილმა მას რამდენჯერმე დაარტყა. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.
ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს, მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.