12 სექტემბერი 2026,   11:38
ვრცლად
ფოთში მოსახლეობა დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად მერიას დახმარებას სთხოვს

ფოთში ზამბახიძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე თითქმის 3 წელია, ყოველი წვიმის დროს პრობლემები აქვთ.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული სახურავების შეკეთების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, რეაბილიტაციის პროცესიც დაიწყო, თუმცა უხარისხოდ.

"სახურავი შეაკეთეს, მაგრამ ის რაც შესაკეთებელი იყო და საიდანაც ჩვენ ჩამოგვდის წვიმა, ეს არ გაკეთებულა. ისევ მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრები მოიღუნა. ყველაფერი დაჟანგულია. მე პენსიონერი ქალი ვარ და არ  მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვაკეთო ყოვლეთვის ეს," - განაცხადა ადგილობრივმა ქეთევან მემბერიამ.

ფოთის მერიაში განმარტავენ, რომ ზამბახიძეს ქუჩაზე არსებული ოთხივე საცხოვრებელი კორპუსი 2020 წელს გადაიხურება.

"ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რისი შესაზლებლობაც იყო. ნაწილობრივ გადაიხურა. თვენახევრის წინ კვლავ გაჟონა ეტყობა წყალმა და 2020 წლისთვის დაიგმეგმა მთლიანი, კაპიტალური გადახურვა," - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზაზა ღადუამ.

დღის ამბები