18 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა

ლაშა ტალახაძე ისევ წლის სპორტსმენია.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წელი შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღიარა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ასოციაციამ ზედიზედ მეოთხედ გამოარჩია.

გამოკითხვაში მეორე ადგილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონს, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო.

ჟურნალისტების რჩეული სპორტსმენი ქალი კი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

დღის ამბები