09 დეკემბერი 2024,   14:13
ვრცლად
პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ქართველ სამხედროებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ქართველ სამხედროებს ახალი წელი მიულოცეს. მილოცვის დროს მოეწყო ტელეხიდი. სამშვიდობო მისიაში მყოფ ჯარისკაცებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

დღეს პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ქართული ჯარი სამაგალითოა, აძლიერებს ქვეყანას და მათი ღვაწლი განსაკუთრებულად აღინიშნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ყველა დონეზე და ყველა შეხვედრაზე.  

"თქვენ ახარებთ და აძლიერებთ ქვეყანას, თქვენი შემართებით, თქვენი პროფესიონალიზმით. თქვენ ხართ სამაგალითო და ღმერთმა იცის, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას დღეს მაგალითები. ჩვენ ახლახან ვართ მომსწრე იმისი, რომ ერთმა ადამიანმა შესძლო და მოგვცა ღირსების მაგალითი, თქვენ ამას აკეთებთ ყოველდღიურად, ჩუმად,“ - მიმართა სამხედროებს სალომე ზურაბიშვილმა. 

 

დღის ამბები