18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ბუჩქზე "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების ჩამოკიდება სამართალდარღვევად ცნეს და გოგი წულაია 1000 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბუჩქზე "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით ფოტოების ჩამოკიდება სამართალდარღვევად ცნო და "გაბედეს" შემდეგ, 1000 ლარით ამჯერად გოგი წულაია დააჯარიმა.

გოგი წულაია ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, ეს არის შერჩევითი სამართალი, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების გამო "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ დაუჯარიმებიათ.

"ეს არის ფარსი, კიდევ დაამტკიცეს, რომ აქ მუშაობენ მონები, რომლებიც ყველანაირ დაკვეთას ასრულებენ, თურმე სურათების დაკიდება არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შებღალვა, როდესაც თვითონ აუბედურებენ ყველაფერს, უნდა ნახოთ როგორ არის მერიის წინ ხეებზე მიჭედებული ფურცლები," - განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ. 

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს "გაბედეს" აქტივისტებმა საპროტესტო პერფორმანსი ჩაატარეს და ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდების სცადეს, რის უფლებაც არ მიეცათ. საბოლოოდ, ფოტოები ბუჩქებზე დაკიდეს.

მერიამ ჯარიმა 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთის თვითნებურად განთავსებას გულისხმობს.

დღის ამბები