22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
მთელს მოსახლეობას წაგვიღებს ეს წყალი - სანზონაში საკანალიზაციო მილის დატბორვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ბჟოლეთისა და ვაზიანის ქუჩის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგანწყალსადენ-კანალიზაციის ქსელის მოწესრიგებას მოითხოვენ.

ადგილობრივების განცხადებით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არსებულ ქსელს 16 სართულიანი კორპუსი დაემატა, რასაც სისტემამ ვერ გაუძლო და მას შემდეგ კორპუსის ქვედა ნაწილში კანალიზაცია ჩაედინება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განმარტავენ, რომ ქსელის შეფერხება კერძო საკუთრებაში არსებული მილის დატბორვამ გამოიწვია და კომპანია მზადაა, მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში, ტექნიკური სამუშაოები ჩაატაროს.

ნესტან ჩხაიძე ერთ-ერთი მაცხოვრებელია,რომელსაც კანალიზაციის დატბორვის გამო პრობლემები ექმნება, მისი თქმით, GWP თავს არიდებს, კანალიზაციის შეკეთებას, რაც მაცხოვრებლებს სერიოზულ საყოფაცხოვრებო პრობლემებს უქმნის.

"მთელს მოსახლეობას წაგვიღებს ეს წყალი, მოვითხოვთ, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტში ჩაგვსვან და გამოცვალონ კანალიზაციის მილები ასე ცხოვრება არ შეიძლება," განაცხადა ნესტან ჩხაიძე.

დღის ამბები