20 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
1 დაღუპული და 3 დაშავებული - პარიზში შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.

2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა დედაქალაქის გარეუბანში ერთ-ერთ პარკთან მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

დღის ამბები