22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
საქართველო უნდა იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან - ანალიტიკოსები ახალი ომის საფრთხეებზე

ახალი ომის საფრთხე, რომელიც რეგიონისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება - საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს აფრთხილებს, რომ სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს მსოფლიო ვერ გადაიტანს. მთავარი გზავნილი დაძაბულობის განმუხტვა და დიპლომატიაა.

საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებას, რომ დაპირისპირება შესაძლოა პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდოს, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება, არ იზიარებენ თბილისში.

ქართველი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ომის ალბათობა დაბალია და ირანი სავარაუდოდ შეეცდება, შტატებს ლოკალურად, რადიკალური დაჯგუფებების გამოყენებით უპასუხოს.

ანალიტიკოსები გამორიცხავენ, რომ საქართველოს შესაძლოა რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრებოდეს. ისინი მიიჩვენევენ, რომ სწორი საგარეო პოლიტიკა უნდა გააგრძელოს. კერძოდ კი, იდგეს საერთაშორისო საზოგადოების გვერდით.

"საქართველო უნდა იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება ოფიციალურ დონეზე, რომ რა თქმა უნდა, ვაღიარებთ აშშ-ს უფლებას, დაიცვას თავი. ამერიკის ახლანდელი მთავრობა სწორედ მიიჩნევს, რომ ეს იყო თავდაცვის აქტი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თავის სტრატეგიულ პარტნიორების გვერდში ყოფნა, მაგრამ ამავდროულად საქართველი არის დაინტერესებული, რომ რეგიონში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, ამიტომ უნდა გააგრძელოს იმ დიპლომატიურ ძალისხმევაში მონაწილეობა, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტის დეესკალაციისკენ," - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანმა ეკა აკობიამ.

"საქართველო, ალბათ, უნდა განერიდოს ამ სიტუაციაში ჩართვას. მე მგონია, რომ შემოფარგლული იქნება დაბალი, ან საშუალო ინტენსივობის კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონით და უპირველესად - სირია-ერაყით. ასევე, შესაძლებელია გარკვეული პრობლემები შეიქმნას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დაკავშირებით," - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ.

 

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები