22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
ციხეში მყოფი დეკანოზის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქომ ხელები დაიბანა - ოპოზიცია შეწყალებაზე

საპატრიარქომ ხელები დაიბანა ციხეში მყოფი დეკანოზის საკითხთან დაკავშირებით - ასე აფასებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეწყალებასთან დაკავშირებით.

"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების თქმით, არ ელოდებოდნენ, რომ დღეს დეკანოზი საპატიმროს დატოვებდა, ვინაიდან მათი განცხადებით, პრეზიდენტი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

"როდესაც საპატრიარქოს რაღაცა უნდა, ჩვენ გვინახავს მათი დაჟინებული თხოვნაც და ის პოზიცია, რა პოზიციაც საპატრიარქომ დაიჭირა, უბრალოდ ხელები დაიბანა როგორც პილატემ და გადააბარა, ჩაუგდო სამოქალაქო ხელისუფლებას და ჯალათებს იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებდა.

ეს არის ივანიშვილის მარიონეტი და ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

საპატრიარქოს მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძეც საუბრობს. დეკანოიძის თქმით,  დეკანოზის გათავისუფლება ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს.

"როგორც ჩანს საპატრიარქომ დაჟინებით არ მოითხოვა დეკანოზი მამალაძის შეწყალება, ეს უფრო პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ჰგავს. დეკანოზი მამალაძის თავისუფლება ამ ეტაპზე ნამდვილად არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს არც საპატრიარქოს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დამოუკიდბელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის შფასებით, შეწყალების საკითხს პოლიტიკური სარჩული უდევს.

"პროცესის გაწელვა ხდებოდა, პოლიტიკური ნიშნის მატარებელია ეს არ შეწყალება, ვიდრე ადამიანური ჰუმანური აქტი," - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დღის ამბები