22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ჩამოვა თუ არა სერგეი ლავროვი საქართველოში - ანალიტიკოსები ხელისუფლებას ქვეყნის კანონმდებლობას ახსენებენ

ჩამოვა თუ არა თბილისში ოკუპანტი ქვეყნის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი დღის მთავარი თემაა,რომელსაც განიხილავენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ანალიტიკოსები ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას ახსენებენ, კანონს, რომელიც ოკუპაციის შესახებ შეიქმნა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ყოველთვის მოჰყვება ამ მოვლენას გარკვეული სახის პროტესტი.

"ვინც არ უნდა ჩამოვიდეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან და სამოქალაქო საზოგადოებისგანაც გარკვეული დემონსტრაციები მოჰყვება, ბუნებრივია და დარწმუნებული ვარ, სხვანაირ სცენარს არც რუსეთი არ ელოდება," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე კი აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარ კანონს უნდა სცეს პატივი და დაიცვას ოკუპაციის შესახებ დადგენილი საკანონმდებლო ნორმები.

"ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას კანონი ოკუპაციის შესახებ. ან უკან უნდა გააბრუნონ ლავროვი, ან დააკავონ და მიუსაჯონ 2 დან 5 წლამდე პატიმრობა. საქართველომ პატივი უნდა სცეს საკუთარ კანონს,"- განაცხადა გიორგი რუხაძემ.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას მაისში უმასპინძლებს.

კომიტეტში კი 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, მათ შორის არის რუსეთი. სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში, შესაძლოა, სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს საქართველოში.

დღის ამბები