22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოთხოვნით გადაიდო. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა იმის გამო, რომ პროცესებს ნიკა გვარამია მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე ვერ ესწრება, მისმა უფლებადამცველმა სხდომის გადადება მოითხოვა.

საქმის პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარემ ამ ქმედებით დაამტკიცა, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები თავის დასაცავად არ გააჩნიათ.

უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო თუ დააბრუნებს ნიკა გვარამიას დარბაზში, მისთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალება მიეცემა.

"არ ვიცი რა რეაგირება შეიძლება მოახდინოს მოსამართლემ, მან თქვა, რომ დასვამს ამ კითხვებს, თუ ნიკა გვარამიას მიეცემა უფლება დაუბრუნდეს სხდომას," განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ საქმეში ქონებრივი გაფლანგვის ნიშნები არ იკვეთება.

"აქამდე არ უნდა მოსული საქმე. არავითარი ნიშნები ქონებრივი უფლების გაფლანგვის ამ საქმში არ არის და შევეცდებით სასამართლო ამაში დავარწმუნოთ," აღნიშნა კახა წერეთელმა.

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი  გადაიდო იმის გამო, რომ დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა მომზადებული არ ჰქონდა.

"დღესაც არ აღმოჩნდნენ შესავალი სიტყვისთვის მზად და ამიტომ სასამართლო გადაიდო,"-განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

 






 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები