22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
ოპოზიცია დეკანოზის შეწყალებას არ ელოდებოდა და ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების უკან მმართველი გუნდი და საპატრიარქო დგას

ოპოზიცია დღეს დეკანოზის შეწყალებას არ ელოდებოდა. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის გადაწყვეტილების უკან მმართველ გუნდს და საპატრიარქოს ხედავენ.

შეთანხმებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. მათი მტკიცებით, ის, რომ დეკანოზი ისევ ციხეში რჩება, უფრო დიდი დანაშაულის დაფარვაზე მეტყველებს.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ , რომ გადაწყვეტილბა მსჯავრდებული დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს იმ პრინციპებს, რითაც პრეზიდენტმა იხელმძღვანელა პატიმართა შეწყალების დროს და ამბობს, რომ ეს სწორი და სახელმწიფოებრივი იყო.

თეოლოგების ნაწილი ციხეში მყოფი დეკანოზის საკითხთან დაკავშირებით საპატრიქროს და პატრიარქის პასუხიმგებლობის საკითხზე საუბრობენ. გიორგი ტიგინაშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს 2-ჯერ შეხვდა და მიუხედვად იმისა, რომ დღეს საპტრიაქროში კატეგორიულად უარყვეს - თეოლოგი ამტკიცებს, რომ დეკანოზ მამალაძის საკითხი პატრიარქმა გადაწყვიტა. ამასთან, თეოლოგები და ანალიტიკოსები მამალაძის საქმეში ხელისუფლების ინტერესებს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მმართველ პარტიას მამალაძის შეწყალების მოლოდინი ჰქონდა.

პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესების დროს გამოვლენილი არსებითი ხარვეზები. სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობის ერთი მესამედი უკვე მოხდილი აქვს და ციხეში კიდევ 6 წლის გატარება მოუწევს, სასულიერო პირი სასჯელს პატრიაქრის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების გამო იხდის.

 

დღის ამბები