11 სექტემბერი 2026,   12:10
ვრცლად
"მე მეკითხებით, რატომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი" - მიტროპოლიტი დეკანოზის შეწყალებაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ის პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მოელოდა. ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს საშობაო წირვის დასრულების შემდეგ უთხრა.

კითხვაზე, არის თუ არა, იმედგაცრუებული პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მან თქვა, რომ ის ზურაბიშვილისგან სასულიერო პირის შეწყალებას მოელოდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივისა და არგუმენტების შესახებ მას არ მოუსმენია. 

"მე მეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი. ველოდი, რომ შეიწყალებდა," - უთხრა მედიას მეუფემ და დასძინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, დეკანოზი არ ყოფილიყო ციხეში.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და ილია მეორესთან წინასწარ შეთანხმებული და განზრახული არ იყო.

მეუფე გრიგოლ კაციამ სადღესასწაულო, პირველი საშობაო ლიტურგია აბაშის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს ქრისტეშობა მიულოცა.

დღის ამბები