18 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"დამპალოს" ტერიტორიაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

"დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაწამები და გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. 

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ.ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ.ჩ.-ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. 
ბრალდებული ზ.ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ. წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ. ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი,"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები