18 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილს სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილს სასამართლო პროცესი დასრულდა. ლაშა ჩხარტიშვილს მოსამართლე ნინო თარაშვილმა 3000 ლარის ჯარიმა დააკისრა.  დაცვის მხარის შუამდგომლობით, გამოიკვლიეს სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერები, რომელიც დაკავების პროცესს ასახავდა. ასევე, დაიკითხა დაცვის ორი მოწმე.

გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ლაშა ჩხარტიშვილი და მის მეორე ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებულების პროცესიც დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა. 

პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულების, ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძის და რომეო ფარულავას უფლებადამცველების თქმით, პროცესზე ის სამართალდამცველები დაიკითხნენ, რომლებიც უშუალოდ დაკავების პროცესში ადგილზე არ იყვნენ.

"თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს პროტესტი, პროტესტი შეინახონ საკუთარი თავისთვის, რადგან თუ გამოვლენ, იქნებიან რეპრესიების მსხვერპლნი, დააჯარიმებენ, დააპატიმრებენ უკანონოდ და შემდეგ თვეების და კვირების განმავლობაში ატარებენ სასამართლოში მოდელირებულ პროცესებზე. ეს იყო დღევანდელი სასამართლო მხოლოდ,"-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

სხდომაზე სასამართლოს პოლიციელების სამხრე კამერების ამოღებისა და დამატებით მოწმეების გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
დანარჩენი მოწმეების წარდგენა და ვიდეომტკიცებულებების განხილვა 14 იანვრამდე გადაიდო.

 

დღის ამბები