18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან - ეუთო/ოდირი უვადო მოსამართლეებზე

ეუთო/ოდირის დასკვნა მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ცნობილია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშნვის მეორე ანგარიში ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო.

დოკუმენტი 36 გვერდიანია. ანგარიშში შეფასებულია მთლიანი პროცესი და არის მნიშვნელოვანი აქცენტები იმ თემებზე, რომლებიც ქვეყანაში მხარეებს შორის სადავო იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც არეგულირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას საქართველოში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად, ისინი ვერ ახერხებენ მიუკერძოებელი პროცესის უზრუნველყოფას მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიკერძოებული პოლიტიკის გარეშე.

პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეთა დანიშვნაში და ვერ უზრუნველყო, რომ პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას," - ნათქვამია ანგარიშში.

 

დღის ამბები