ოპოზიცია თვლის, რომ ODIR-ის კრიტიკული დასკვნა მოსამართლეების არჩევის წესის შესახებ ხელისუფლებისთვის სიგნალი უნდა გახდეს. ODIHR-ის დასკვნაა იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე დახურულ კონსულტაციებზე ორი საათზე მეტ ხანს მსჯელობდა.
"ODIHR-ის დასკვნა აბსოლუტურად ბუნებრივია. პროცესი, რომელიც წინ უძღოდა საპარალამენტო მოსმენებს და ის, რაც საპარლამენტო მოსმენების შემდეგ დაინახა მთელმა საზოგადოებამ, როგორ იმოქმედა ივანიშვილის გუნდმა ამ კლოუნების, არის უმძიმესი დასკვნის საფუძველი ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისთვის. ეს არის მძიმე რეალობა საქართველოსთვის, რომელიც უნდა შეიცვალოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშნვის პროცესის შესახებ მეორე ანგარიში დაიდო. ანგარიშში ნათქვამია, რომ "პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეთა დანიშვნაში და ვერ უზრუნველყო, პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას."