საქალაქო სასამართლოში 19:00 საათზე ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მეორე პირის პროცესი იწყება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ პროკურატურა აპირებს დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს, რომ ვახტანგ ბურძენაძეს პატიმრობაში დარჩეს.
ვახტანგ ბურძენაძე სახელმწიფო ბრალდებას, რომელიც ჯგუფური ძალადობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც 24 წლის მამაკაცის გარდაცვალება გამოიწვია, არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბურძენაძე ამბობს, რომ ის მხოლოდ მის მეგობარ სპეცრაზმელს ეხმარებოდა, რათა გარდაცვლილი 24 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამავე საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა შსს-ს თანამშრომელს ჯგუფურად ძალადობასაც ედავება.