საქართველოს თავდაცვის ძალებს 62 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადეს.
საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში გამოვლენილ, წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიანი კურსი გაიარეს.