11 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
უკრაინული ბოინგის აფეთქება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, პროცესში პოლიტიკური ფიგურები ჩაერთნენ

ირანის მიერ უკრაინული ბოინგის აფეთქება მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური პირებისა და მედიის მთავარი თემაა. იმას რასაც ირანი "ადამიანურ შეცდომას"- უწოდებს მსოფლიო დიდ ტრაგედიად აღიქვამს, ფაქტების თანახმადაც უკრაინული ავიაციის ისტორიაში ბოინგის აფეთქების საქმე ყველაზე მასშტაბური ტრაგედიაა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსუა-ფილიპ შამპანი დაღუპულთა ოჯახებს ჰპირდება, რომ მთელი რესურსი იქნება გამოყენებული, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ყველა ოჯახმა შეძლოს დაღუპულთა იდენტიფიცირება.

"დაღუპულთა ოჯახებს ბევრი შეკითხვა აქვთ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა მომხდარი ტრაგედია საფუძვლიანად გამოვიძიოთ. ეს ეროვნული ტრაგედიაა. ჩვენ დავეხმარებით მსხვერპლთა ოჯახებს. ამისთვის ყველა საშუალებას გამოვძებნით. კანადა მონაწილეობას მიიღებს გამოძიებასა და დაღუპულების იდენტიფიცირების პროცესში," - განაცხადა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ თეირანისგან არა მხოლოდ ბრალის აღიარებას, არამედ ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციასაც ელოდება, ის მოითხოვს ოფიციალური არხების საშუალებით აღიაროს ირანმა თავისი შეცდომა და დიდი ტრიბუნის და მსოფლიო მედიის წინაშე მოიხადოს ბოდიში.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, 8 იანვარს "უკრაინის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

დღის ამბები