16 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი - პლასტმასის მეორად ბოთლების გამოყენება სიმსივნის მაპროვოცირებელია

პლასტმასის მეორად ბოთლში მოთავსებულ პროდუქტს თითქმის ყველა ბაზარსა თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში შეხვდებით.

ღვინო არაყი, თაფლი და რძე - ეს ნაწარმი უკვე წლებია ამ ფორმით იყიდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში არც მყიდველმა და არც გამყიდველმა არ იცის, თუ რა საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის, პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელში მოთავსებული, პროდუქტების გამოყენება.

ფტალატი, ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი - ეს იმ ათასობით კანცეროგენული ნივთიერების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პლასტმასის არასწორი გამოყენებისას გამოიყოფა, შემდეგ კი ყველა ჩვენგანის ორგანიზმში ხვდება.

სპეციალისტების განმარტებით, მათი ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა ისეთი მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელიც კი გახდეს, როგორიც კიბოა.

პლასტმასის ნივთიერების მავნებლობაზე საუბრობენ სურსათის სფეროს სპეციალისტებიც. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე პოლიეთილენის პროდუქციის ეტაპობრივი ჩანაცვლების აუცილებლობაზე მიუთითებს.

პლასტმასის ჭურჭლის გამოყენების საფრთხეებზე საუბრობენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში. ნარჩენების მართვის დეპარტამენტში ყურადღებას ჯანმრთელობასთან ერთად გარემოსთვის მიყენებულ ზიანზეც ამახვილებენ.

განსაკუთრებულად საშიშია პლასტმასის პატარა ბოთლები. კვლევამ აჩვენა, რომ მათში მოთავსებულ წყლის სინჯში 35 ათასამდე მავნე ნივთიერება აღმოჩნდა. საქართველოში ყველაზე ხშირად "PET" ნიშნით წარმოებული ბოთლი გამოიყენება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოთლი ერთჯერადია და მისი მრავალჯერ გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

დღის ამბები