24 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
უშედეგო ბრძოლა სტიქიასთან - ავსტრალიაში ცეცხლი ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება

ავსტრალიაში ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. ხანძრის მასშტაბურობის გამო მაშველებს ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად ამისა, ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ახალი კერები ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება. ხელისუფლებას ვითარების გაუმჯობების მოლოდინი აღარ აქვს.

ავსტრალიის ტყის ხანძრებმა კატასტროფული მასშტაბი მიიღო. რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო მაშველები ცეცხლს ვეღარ აქრობენ. ავსტრალიის რამდენიმე შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევაკუაცია დაგვიანებულია. მაშველები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანას ვეღარ ახერხებენ.

ცეცხლი უკვე 150- ზე მეტ კერას უკიდია. ამჯერად ხანძრის ახალი კერები ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება. ხანძრის მასშტაბურობის გამო ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში ავსტრალიელ მეხანძრეებს კანადელი და ამერიკელი მაშველები ეხმარებიან.

დიდი ბრიტანეთი, კანადა, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ესპანეთი, გერმანია - ავსტრალიაში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო მთელი მსოფლიოში აქცია- პერფორმანსები იმართება. დემონსტრანტები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ.

ტყის ხანძრებმა ავსტრალიის ფლორასა და ფაუნას კატასტროფული ზიანი მიაყენა. სტიქიამ მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა. ალმოკიდებული ტყეებიდან ცხოველები ადგილობრივებსა და მეხანძრეებს გამოჰყავთ.

ავსტრალიაში უკვე მესამე თვეა რაც მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიას ბოლო მონაცემებით 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ქვეყანაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით უკვე 183 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები