აჭარის მაუწყებელში შესაძლოა სტრუქტურა შეიცვალოს. დებულება, რომელიც ახლადარჩეულმა დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა, ვებგვერდის ნაწილობრივ გაუქმებას, რადიოსა და ახალი ამბების სამსახურის გაერთიანებას და რამდენიმე მაკონტროლებელი რგოლის დამატებას ითვალისწინებს.
დებულების შესახებ პრეტენზიები არხის თანამშრომლებთან ერთად მრჩეველთა საბჭოს წევრებს გაუჩნდათ.
საბჭოს ერთ-ერთი წევრი გია ქარცივაძე განმარტავს, რომ დებულება არ არის მიმართული მაუწყებლის განვითარებისკენ, ის პირიქით, ტელევიზიას დააზარალებს და ჟურნალისტებს საფრთხეს შეუქმნის.
ახალი დებულების დასამტკიცებლად მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.