18 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
20 ივნისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და ბეჟან ლორთქიფანიძის მორიგი პროცესი საქალაქო სასამართლოში

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს.

დღეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მოწმეებს მოუსმენენ. ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძის განცხადებით, არ არსებობს არცერთი მოწმე, რომელიც მისი და მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებს.

"პროკურატურას მოჰყავს მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ პარლამენტში ვიჭრებოდით, თუმცა არანირი მტკიცებულება ამისი არ არსებობს. მე და მაჩალიკაშვილი თავს უდანაშაულოდ ვაღიარებთ და ამას დავამტკიცებთ კიდეც," - აღნიშნა ბეჟან ლორთქიფანიძემ დღევანდელ პროცესზე. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით კი, არც სასამართლოსი, არც ციხეში ჯდომის არ ეშინია და ყველაფერს გააკეთებს, რომ სიმართლე დაამტკიცოს.

"მორისი რომ იჯდეს მირჩევნია მე ვიჯდე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაჩალიკაშვილს ვერ დააქცევენ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები