22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები " NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ. აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ფრაქციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე - რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოს მას. 

"საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა დამოუკიდებელ დეპუტატებთან. დღეს საუბარი გვქონდა, რა სამომავლო გეგმები აქვს ფრაქციას და ჩვენ რითი შეგვიძლია მათ დახმარება. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის დაძვრასაც აპირებს ფრაქცია უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო,“ - განაცხადა ლორა ტორნტონმა. 

ფრაქციის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, ისაუბრეს ფრაქციის სამომავლო გეგმებსა და საკანონდებლო ინიციატივებზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ახალ ფრაქციაში ქართული ოცნებიდან წასული 6 დეპუტატია გაერთიანებული.

"ჩვენი ფრაქცია აგრძელებს შეხვედრებს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენ ვაცნობთ იმ პოლიტიკის პრიორიტეტებს, რომლის გარეშემო ფრაქცია იმუშავებს საგაზაფხულო სესიაზე და ასევე, ბუნებრივია, საკითხი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. NDI-სთან გვაქვს შეთანხმება, რომ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ ფრაქციის სახელით,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

დღის ამბები