22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერმა შოტლანდიას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა

ბრიტანეთის პრემიერი შოტლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. ბორის ჯონსონმა შოტლანდიის პირველ მინისტრს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა.

პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონსმა ჯონსონს რეფერენდუმის გამართვაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით წერილობით გასული წლის დეკემბერში მიმართა. ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ შოტლანდიში ამ საკითხზე განმეორებით რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ არის.

პირველი გამოკითხვა 2014 წელს გაიმართა, სადაც შოტლანდიელების უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

დღის ამბები