25 ნოემბერი 2020,   12:49
ვრცლად
მუქარა შვილების მიმართ - ოხანაშვილი​ "ლელოს" აქტივისტის აგრესიულ ქმედებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს

გვიან ღამემდე გაგრძელდა ბაკურიანის რაიონულ პოლიციაში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის გამოკითხვა.

გამოძიებას დეპუტატთან კითხვები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდა.

დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობი მამაკაცი მასთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოხანაშვილი ამბობს, რომ მუქარა მისი შვილების მიმართაც იყო.

"ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სრულიად უცნობმა მამაკაცმა დიდი აგრესიულობა გამოიჩინა. დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება. შვილების მიმართ მუქარა, ეს არის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული. იყო აგრესიული. გარკვეული ნივთების გამოყენებით მოახლოებას ცდილობდა, თუმცა ხალხმა შეაჩერა და ფაქტი აღიკვეთა.

ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, ამბობენ, რომ არის "ლელოს" აქტივისტი. პირველად ვნახე, შეხება არ მქონია. ჩემი ინფორმაციით დაკავებულია," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შემთხვევა გუშინ ბაკურიანში ერთ-ერთ კაფეში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.

დღის ამბები