თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე იმსჯელებს.
ადვოკატისა და თანაგუნდელების განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.
ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.
ოქრუაშვილის თანაპარტიელები საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და საკითხის განხილვას ყოფილ სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან შეხვედრაზე განიხილავენ.