10 სექტემბერი 2026,   19:05
ვრცლად
პრემიერი: კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოების თემას, საქართველო არის ჩართული საერთაშორისო პლატფორმებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს

სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

"სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების მოსმენა, პოზიციების მოსმენა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩამოაყალიბოს ქვეყანამ სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის.

გუშინაც გვქონდა საშუალება, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები