22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ვანდალიზმი ზუგდიდში - რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში სანათები დააზიანეს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათების დაზიანების ფაქტზე სამართალამცველებმა მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, დამნაშავე ვანდალური ქმედებისთვის სამართალდამცავებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ დასრულდა და ის რამდენიმე მილიონი დაჯდა.

დღის ამბები