22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"საპროკურორო საბჭო თუ წარმოადგენს შოთაძის კანდიდატურას ჩვენ მას მხარს დავუჭერთ" - მამუკა მდინარაძე

სამთავრობო გუნდი ყოფილ მთავარ პროკურორზე ფიქრობს, რომ ღირსეული კანდიდატია და  ყველა საკითხზე პასუხისმგებლობის აღებაც შეუძლია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე აცხადებს, ირაკლი შოთაძე ღირსეული კანდიდატია, რომელსაც საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს.

"ირაკლი შოთაძეს ვიცნობ პირადად და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანია და მაღალი კლასის იურისტია. იმ შემთხვევაშიც, როდესაც იყო უამრავი კითხვა მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ირაკლი შოთაძემ ამ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. საპროკურორო საბჭო თუ წარმოადგენს შოთაძის კანდიდატურას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები