22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს დაამტკიცოს, რამდენად ერთგულები არიან იმ სტანდარტების, რაც აშშ-სა და საქართველოს აერთიანებს - თამარ ხულორდავა

პარლამენტის "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თამარ ხულორდავა აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობასთან კითხვები აქვს როგორც პროპორციული არჩევნების, ასევე სასამართლო რეფორმის ნაწილშიც. ხულორდავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს დაამტკიცოს, რამდენად ერთგულები არიან იმ სტანდარტების, რაც ამერიკასა და საქართველოს აერთიანებს. 

"ცხადია, რომ გარკვეული ხინჯები ამ ურთიერთობაში გაჩნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს პარტნიორებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო გამოვიდეს ამ ცოტა უცნაური მდგომარეობიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედგეს და გაგრძელდეს მართლაც უნაკლო თანამშრომლობა და ამ პროცესში ახალ ელჩს აქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს,"- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ ყველა ის პროცესი, რაშიც ორმხრივადაა ჩართული ეს ორი ქვეყანა, თავის მხრივ არის დაკავშირებული დემოკრატიულ განვითარებასთან. იქნება ეს ნატო, ეკონომიკა, უსაფრთხოება თუ სხვა მიმართულებები. 

"ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, არამედ ნიშნავს იმ ღირებულებების პატივისცემას, აღიარებას და განმტკიცებას, რაც დემოკრატიას უკავშირდება. ამიტომ, თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ მიმართულებითაც ჩვენს პარტნიორებთან გვექნება აქტიური მუშაობა და ელჩსაც თავისი, მნიშვნელოვანი წვლილი ექნება შესატანი,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

დღის ამბები