16 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
გალერეა IART გოგა კურცხალიას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

გალერეა IART მხატვარ გოგა კურცხალიას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გალერეა IART-ში 4 საექსპოზიციო დარბაზი ერთი ავტორის ნამუშევრებისთვის მოამზადეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული ტილოები.

გოგა კურცხალია პროფესიით არქიტექტორია. არქიტექტურის ბიენალეს ლაურეატი, წლების განმავლობაში ქალაქის დაგეგმარებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელებით იყო დაკავებული. 2000 წლიდან კი ფანქარი ფუნჯით ჩაანაცვლა და არქიტექტურა ფერწერით შეცვალა.

პერსონალურ გამოფენაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში შექმნილ ტილოებს გამოფენს. 50-მდე ნამუშევარში პირველი ნახატიც მოხვდა. 

გოგა კურცხალიას პერსონალური გამოფენა დღეიდან 2 კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს ელოდება. ნამუშევრები 25 იანვრამდე იქნება გამოფენილი. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

 

 

დღის ამბები