ჩიჩილაკების დაწვის ან განადგურების ნაცვლად ზოოპარკი დამთვალიერებელს ახალ ინიციატივას სთავაზობს, რის მიხედვითაც გამოუსადეგარი ჩიჩილაკები, შესაძლოა, ცხოველების საკვებად ან გასართობად გამოიყენონ.
ახალ ინიციატივას დამთვალიერებლები უკვე შეუერთდნენ და სახლიდან ჩიჩილაკები ზოოპარკში მიიტანეს.
"მოიტანეს უამრავი ჩიჩილაკი, რომელსაც ცხოველთა გარემოს გამდიდრებისათვის გამოვიყენებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოველებს მივცემთ საშუალებას მეტი კვლევითი აქტივობა აწარმოონ," - აცხადებს თბილისის ზოოპარკის გენერალური დირექტორი ზურაბ გურიელიძე.