22 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
რუსეთის საჰაერო ავიაიერიში სირიაზე - გარდაცვლილია ორი მცირეწლოვანი

საჰაერო იერიში სირიაში. რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. თავდასხმა ალეპოს პროვინციის დასავლეთ ნაწილზე განხორციელდა.

იერიშების გამო კონფლიქტის ზონას ათასობით ადამიანი ტოვებს. მათი რიცხვი 13 000-ს აღწევს. ისინი თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დაბანაკდნენ.

რუსეთმა და სირიის მთავრობამ იდლიბის პროვინციაზე იერიში რამდენიმე კვირაა განაახლა.

ეს ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. გაერომ სირიის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

დღის ამბები