22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
"ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხე ემუქრება" - თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  იმ შემთხვევაში თუ ლიბიაში გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა დამარცხდება, ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხე ემუქრება. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თურქეთის მოქმედებებს ლიბიაში, რათა კონფლიქტი დასრულდეს.

ანკარა მზად არის ლიბიის უსაფრთხოების ძალებს ტერორიზმთან, ტრეფიკინგსა და სხვა სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში დაეხმაროს.

თურქეთმა ლიბიაში ჯარის გაგზავნა უკვე დაიწყო. კადაფის ჩამოგდების შემდეგ ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ერთ ნაწილს ლეგიტიმური ხელისუფლება აკონტროლებს, მეორეს კი გენერალი ჰაფტარი.

დღის ამბები