22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
გია ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკას ენმ-ის მოკავშირე სახალხო პარტიის პოზიციად აფასებს

ევროპარლამენტარების მხრიდან წამოსულ კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე სახალხო პარტიის პოზიციად აფასებს:

"ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე სახალხო პარტიის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, ფორმირდება მათი პოლიტიკური პოზიციის გამო და რეალურად, სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, დავინახავთ ძალიან ნათელ სურათს. პროპორციული არჩევნები, როგორც გარანტია სტაბილურობისა, ჩვენ შევთავაზეთ 2024 წელს და შემდეგ კიდევ 24 ივნისს, თუმცა რეალურად, სურათი მივიღეთ ისეთი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სერიოზულ სტრესს და დესტაბილიზაციას,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.

დღის ამბები