22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
სახალხო დამცველის ფუნქციაა ადამიანები დაიცვას გავლენიანი პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგან - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის მოვალეობაა მოქალაქეები თანამდებობის პირებისგან დაიცვას.

"სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვას გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი მათ უფლებასაც დაიცავს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა ნინო ლომჯარიას კომიტეტის სხდომაზე განუცხადა, რომ იგი  ყველასთვის ომბუდსმენი არ არის.

“თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი?! ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შურაცხყოფას აყენებენ მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი“, - ასე მიმართა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას.

 

დღის ამბები