დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა. გიორგი გახარიამ და არმენ სარქისიანმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც განაგრძონ ორი სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
ასევე, გიორგი გახარიამ დავოსში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ახალი ხედვა ევროპისა დ აზიისთვის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის".
"წარმოდგენილი ის კომპანიები, რომლებსაც პრემიერი მინისტრი შეხვდება, წარმოადგენს საქართველოს საინვესტიციო პორთველის სტრატეგიულ მიმართულებებს. ეს არის ენერგეტიკა, ეს არის რეალური სექტორი, კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრებს ექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა.