ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის "ამბიკა სტილსის" 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უქმე დღეებში დასვენება და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება მოითხოვეს.
მათი თქმით, სამუშაო პროცესს იქამდე არ აღადგენენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ქარხნის ადმინისტრაციაში გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს არ პასუხობენ.