ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გირჩი საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას სთხოვს.
ჯაფარიძის თქმით, სადაო ნორმა არის არაადამიანური და ის კონსტიტუციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგება. არსებობს კონკრეტული შემთხვევაც, ჭიათურელ ავთანდილ მეტრეველს კანაფის მოყვანისთვის 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. საქმის მოსამართლემ, ზურაბ ბალავაძემ კი ერთი კვირის წინ, იგივე ქმედებისთვის ერთ პირს პატიმრობა 6 წლით უკვე მიუსაჯა.
"მცენარე კანაფის კულტივაციისთვის ადამიანებს 6 წლიანი ციხე ემუქრებათ. დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ადამიანებს ციხეში უშვებენ მცენარისთვის, რომელიც მოხმარებაც ქვეყანაში ლეგალურია. ეს დაახლოებით ისეთი სიგიჟეა, როგორიც მაგალითად, კიტრის მოყვანისთვის ცეხი 6 წლით გაშვება. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნორმა არაადამიანურია და ამას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ,"- განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.