22 დეკემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"გემი ჩინეთში უკანასკნელად 24 ნოემბერს იმყოფებოდა" - ეპიდემიოლოგი ფოთში შემოსული ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემის შესახებ

ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ეპიდემიოლოგი, ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლას ეხმაურება.  სულხან მაჭარაშვილი ამბობს, რომ გემი სახელწოდებით,  Ji Xiang Song, რომლის ეკიპაჟის წევრები ჩინელები არიან, ჩინეთში 24 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა. მისივე თქმით, ეკიპაჟის რომელიმე წევრის შესახებ, რაიმე დაავადების შესახებ დეკლარაციით არ არის გადმოცემული. 

"აღნიშნული გემი უკანასკნელად ჩინეთში იმყოფებოდა 24 ნოემბერს, მას შემდეგ ჩინეთში არ შესულა. ეკიპაჟის წევრები არიან ჩინელები. როგორც წინასწარი ინფორმაციით ვიცით, აღნიშნული პირები არ აპირებენ განაახლონ საზღვარი. დღეის მდგომარეობით, არ გადმოუციათ მათ დეკლარაციით, რომ არის რომელიმე დაავადებული, ან რაიმე საშიშროებას წარმოადგენენ, შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ პროტოკოლის მიხედვით,“ - განაცხადა სულხან მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები