22 დეკემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"პატრიარქს ვინც სიმართლეს ელაპარაკებოდა ყველა მოიცილა და გაწირა" - ილია მეორე ანდრია სარიას არ შეხვდა

მამა ანდრია სარიას მცდელობა, შეხვედროდა პატრიარქს კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. მამა ანდრიას განცხადებით, მას დღეს დილით მამა მიქაელ ბოტკოველი დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ პატრიარქი მასთან შესახვედრად მზად არ არის.

სასულიერო პირი პატრიარქს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ილია მეორემ მღვდელმსახურების შეჩერების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რაზეც სურდა პატრიარქისგან პირადად მოესმინა, თუ რა გახდა ამ ნაბიჯის საფუძველი.

"მამა მიქაელმა განაცხადა, რომ პატრიარქი მზად არ არის იმისათვის, რომ შემხვდეს. როგორც ჩანს ერთპიროვნული მმართველობა ეკლესიის შიგნით დღემდე გრძელდება. პატრიარქისთვის სწორედ ამ ყველაფრის პირადად თქმა მინდოდა.

კათალიკოსი, როგორც მზად არ არის სიმართლის მოსასმენად, ასევე მზად არ არის წესრიგისთვის. ის პირები, რომლებიც მას სიმართლეს ელაპარაკებოდნენ ყველა მოიცილა, ყველა გაწირა," - აღნიშნა მამა ანდრიამ.

დღის ამბები