22 დეკემბერი 2024,   09:47
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - ბოლო ოთხ დღეში ავტოსაგზაო შემთხვევებმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ გზაზე სეირნობა ბაბუისა და შვილიშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ტროტუარზე ავარდნილმა ავტომობილმა 8 წლის ბავშვის სისცოცხლე იმსხვერპლა, ბაბუა კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.

ეს არ არის ერთადერთი ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა. ველისციხე-ყვარლის გზაზე კიდევ ერთ ავარიას 24 წლის მამაკაცისა და მისი 3 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ უფრო მასშტაბური იყო საგზაო შემთხვევა ხაშურში. სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი შეეწირა. მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ადგილზე დაიღუპა, დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა და საგანგაშო სტატისტიკამ სპეციალისტები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ აუცილებელია საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყების შექმნა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში პრობლემაზე მუშაობის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.

"მეტი სიცოცხლისთვის" - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიისა და დახარჯული ათასობით ლარის მიუხედავად, როგორც შემთხვევების, ისე გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა მაინც მზარდია. მხოლოდ 2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი.

მხოლოდ ბოლო ოთხ დღეში ავტოსაგზაო შემთხვევებმა 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გასული წლის სტატისტიკური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. 

დღის ამბები