22 დეკემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"ბავშვებს მაქსიმუმ 38.2 გრადუსი სიცხე და ოდნავი ხველა აქვთ, ჩვენ ამას გადაღლას ვუკავშირებთ" - ჩინელი მოქალაქეების ერთ-ერთი თანმხლები პირი

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე შეიყვანეს. ჩინელი ტურისტები გუდაურიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით ექიმებმა სპეციალური დამცავი აღჭურვილობით ჩამოიყვანეს.

"ბავშვებს მაქსიმუმ 38.2 გრადუსი სიცხე და ოდნავი ხველა აქვთ, ჩვენ ამას გადაღლას ვუკავშირებთ, საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ, 21 იანვარს ჩამოვედით საქართველოში," - განაცხადა ჩინელი მოქალაქეების ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. ცხრავე მათგანი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

დღის ამბები