22 დეკემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"დახვედრა იქნება საკადრისი“ - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

"დახვედრა იქნება საკადრისი“ - ამ შინაარსის ლოზუნგებით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ და სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, პრეზიდენტი სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს, როცა ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას საქართველოში იწვევს.

"ჩვენი სამარცხვინო პრეზიდენტისგან მივიღეთ ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება. მისი გადაწვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ თურმე გავრილოვის შემდეგ, უკვე ლავროვი უნდა იყოს საქართველოს საპატიო სტუმარი. თუმცა, საზოგადოება, მოგეხსენებათ, როგორც დახვდა გავრილოვს, ამაზე უფრო მწვავედ დახვდება ლავროვსაც,“ - ამბობს "შეცვალეს“ წევრი. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები