22 დეკემბერი 2024,   09:25
ვრცლად
კომიტეტი ფიქრობს, რომ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეუსრულებლობა უკან გადადგმული ნაბიჯია - ლომჯარია

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ომბუდსმენი ევროპის საბჭოში შეხვედრებს მართავს. ლომჯარიას თქმით, ოფიციალურ შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი.

"კომიტეტი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება და ფიქრობს, რომ ეს ფაქტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და აუცილებელია, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ტარდებოდეს სწორედ პოლიტიკური მხარეების მიერ კონსესუსით მიღებული საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოც აკრიტიკებს. ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს 1 გვერდი ეთმობა. მთავარ პრობლემად სახელდება შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა.

დღის ამბები