22 დეკემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ისრაელის პრემიერმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა პირველად ვლადიმერ პუტინს გააცნო

ისრაელის პრემიერმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა პირველად ვლადიმერ პუტინს გააცნო. ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართა.

პუტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ რუსეთს გეგმის შესასწავლად დრო სჭირდება. პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი კი გაერო-ში საუკუნის გეგმის წინააღმდეგ რეზოლუციის შეტანას გეგმავს.

ტრამპის ინიციატივა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

დღის ამბები